Wednesday, June 13, 2012
ადამიანის უფლებები
ადამიანის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა უფლებებთან და თავისუფლებებთან. საერთაშორისო სამართალში მიღებულია რამდენიმე საერთაშორისო აქტი, რომლებიც განსაზღვრავენ ქალთა სტატუსს. ქალთა უფლებების დასკვნასთან დკავაშირებით ფუნდამენტური პრინციპია ქალთა დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა თითქმის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებით. სხვა საერთაშორისოსამართლებრივ აქტებთან ერთად ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპი გათვალისწინებულია: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (1948), საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966), საერთაშორისო პაქტში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (1966), აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციაში შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ (1958), იუნესკოს კონვენციაში განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (1960), კონვენციაში მამაკაცთა და ქალთა მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ (1951). ქალთა სტატუსს აწესრიგებს ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებიც, როგორებიცაა: კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ (1952) და კონვენცია გათხოვილ ქალთა მოქალაქეობის შესახებ (1957). განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 19.XI.1979 კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ: იგი ითვალისწინებს ქალთა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის სახელმწიფოს მიერ ამ უფლებათა შესრულების ზედამხედველობის მექანიზმს, რაც სახელმწიფო მოხსენებათა განხილვით გამოიხატება. გაეროს ფარგლებში მოქმედებს კომისია ქალთა მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს დამხმარე ორგანოა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment