... ვსვამთ შეკითხვას რა არის ქალი? ამ პრობლემის გამო მაშინვე პირველი პასუხი მომდის აზრად: მამაკაცი არასოდეს არ დაწერს წიგნს იმის შესახებ, თუ რა განსაკუთრებული ადგილი უკავია მას ადამიანურ სამყაროში. თუ მე მსურს რომ ჩემი თავი განვსაზღვრო, უნდა გამოვაცხადო რომ ვარ ქალი, ეს ჭეშმარიტება შექმნის იმ საფუძველს, რომელზეც აღმოცენდება სხვა განცხადებები.
…....თითქოს ფორმალურად სამართლებრივი დეკლარაციების მიხედვით მამაკაცები დაKქალები სიმეტრიულნი არიან. თუმცა მამაკაცი პოზიტიურის ან შუალედურის გამომხატველია, ქალი კი ნეგატიურის.
.....ზოგჯერ აბსტრაქტული დისკუსიისას მამაკაცის პასუხს გავუწბილებივარ: “თქვენ ასე იმიტომ ფიქრობთ რომ ქალი ხართ”, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ჩემი თავდაცვა ჩემი პასუხი იყო, ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე:”მე ამას ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ ეს არის სიმართლე” არასდროს მიპასუხია:”თქვენ საწინააღმდეგოს Pფიქრობთ იმიტომ, რომ მამაკაცი ხართ”. თვით ის ფაქტი, რომ ხარ მამაკაცი არ არის განსაკუთრებული რამ. მამაკაცი, იმიტომ რომ ის მამაკაცია, უკვე მართალია, მაგრამ ქალი არ არის მართალი...
პრაქტიკულად არსებობს აბსოლუტური ვერტიკალი, რომელთან მიმართებაშიც განისაზღვრება დამრეცი, არსებობს აბსოლუტური ადამიანური ტიპი და ეს არის მამრობითი სქესი... “ჩვენ განვიხილავთ ქალს, რომელიც იტანჯება თავის ბუნებრივი დეფექტურობის გამო”- ამბობს არისტოტელე. ეს არის ევა, გენეზისის სიმბოლო, რომელიც ადამის ნეკნიდან წარმოიშვა. ადამიანური სამყარო არის მამრობითი და ამიტომ მამაკაცი განიხილავს ქალს არა თავის თავში, არამედ თავის თავთან მიმართებაში: ქალი არ არის წარმოდგენილი როგორც დამოუკიდებელი არსება... მამაკაცი მოიაზრება ქალის გარეშე, ქალი კი არ მოიაზრება მამაკაცის გარეშე...
ქალი განისაზღვრება მამაკაცთან მიმართებაში და არა მამაკაცი ქალთან მიმართებაში. ქალი არის არაარსებითი არსებითთან მიმართებაში.
მამაკაცი არის მთავარი აბსოლუტური, ქალი კი არის სხვა.
No comments:
Post a Comment